ჩვენს შესახებ
შ.პ.ს. ”ორიენტირი” შეიქმნა 1992 წელს და საქმიანობა დაიწყო საშუალო პროფესიული სამედიცინო სასწავლებლის ლიცენზიით.
2002 წელს ორგანიზაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ადამიანური რესურსების განვითარებისა და სხვა საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილებით საქ განათლების სამინისტროს მიერ გაცემული 01–17–08/3978 ლიცენზიით მიიღო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება.
2004 წელს ინსტიტუტმა მიიღო სახელმწიფო აკრედიტაცია და დაკომპლექტდა ეროვნულ გამოცდებგავლილი სტუდენტთა კონტიგენტით.
2006 წელს სასწავლებელმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემული ახალი სააკრედიტაციო კრიტერიუმი (1000 კვ/მ ერთ მისამართზე) ვერ დააკმაყოფილა და დროებით შეუჩერდა აკრედიტაციის მოქმედება.
დაწესებულებამ ფუნქციონირება გააგრძელა როგორც არააკრედიტირებულმა ინსტიტუტმა, რაც დაშვებულია კანონით.
დაწესებულებამ ფუნქციონირება გააგრძელა როგორც არააკრედიტირებულმა ინსტიტუტმა, რაც დაშვებულია კანონით.
ამასთანავე 2007 წელს საზოგადოებამ მიიღო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ხოლო 2008 წელს პროფესიული სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. რის შედეგადაც საგანმანათლებლო დაწესებულება გახდა მრავალსაფეხურიანი და სწავლის მსურველებს შეეძლოთ სწავლა დაწყებული საშუალო სკოლიდან და დამთავრებული აკადემიურ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებამდე.
საგანმანათლებლო დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალით, გამოირჩევა სანიმუშო დისციპლინით და სწავლების მაღალი ხარისხით. გააჩნია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ბაზები და კაბინეტ- ლაბორატორიები. სპორტული დარბაზი, მედპუნქტი, ბიბლიოთეკა საჭირო წიგნადი ფონდით და სამკითხველო დარბაზით, კომპიუტერის კაბინეტი, კეთილ- მოწყობილი აუდიტორიები გათბობის სისტემით.
საქმიანობის პროდუქტი.
საზოგადოების მიერ გაწეული საქმიანობის პროდუქტს წარმოადგენს ადამიანური რესურსებისათვის ცოდნის მიღება.
საზოგადოების კლიენტები არის სტუდენტთა კონტიგენტი, რომლებიც ივსება საქართველოს მთელი ტერიტორიიდან.
საზოგადოების კლიენტები არის სტუდენტთა კონტიგენტი, რომლებიც ივსება საქართველოს მთელი ტერიტორიიდან.
ეკონომიკური საქმიანობის სფერო, კონკურენცია
დღეისათვის ბაზარი არაკონკურენტულია, რადგან საგანმანათლებლო სექტორში ლიდერობს სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ჩვენი გათვლებით ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მაჩვენებლების გაზრდა, რომლისაკენაც მიისწრაფის დაწესებულება, აამაღლებს სწავლის ხარისხს ეს კი ხელს შეუწყობს ბაზრის ლიდერთან ბარიერის აღმოფხვრას, რაც აისახება დაწესებულების განვითარებით და შემოსავლების ზრდით.
შ.პ.ს. ”ორიენტირი” დაწესებულების კონკურენტული პოზიცია ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამაღლდა სწავლების ხარისხი, კეთილმოეწყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაიზარდა აკადემიური პერსონალის მომზადების დონე, ახალი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიების მიღებით გაიზარდა სასწავლებელში სწავლის მსურველთა რიცხვი.
აშენდა ახალი სასწავლო კორპუსი რომლის საპროექტო მონაცემები მთლიანად პასუხობს საგანმანათლებლო საქმიანობის პირობებს რაც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან უპირატესობას და მომგებიან საქმიანობას.
აშენდა ახალი სასწავლო კორპუსი რომლის საპროექტო მონაცემები მთლიანად პასუხობს საგანმანათლებლო საქმიანობის პირობებს რაც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან უპირატესობას და მომგებიან საქმიანობას.
წარმოების ძირითადი ცენტრები
# | საწარმოს ადგილმდებარეობა | მეპატრონე | |
1 | სათაო ოფისი, სასწავლო კორპუსი, ქ. თბილისი- ც. დადიანის ქ. # 28 | შ,პ.ს. ”ორიენტირი” | |
2 | სასწავლო კორპუსი ქ. თბილისი, წერონისის ქ.# 208 | შ,პ.ს. ”ორიენტირი” | |
3 | საწავლო კლინიკა ქ. თბილისი ც. დადიანის ქ # 34 კორპ.# 17 | შ.პ.ს. ”დენტასაგან” იჯარით |
ოთხსართულიანი შენობა 1010კვ.მ საერთო ფართით.მიწის ნაკვეთი 750 კვ. მ. (მდებარე ქ. თბილისში ლოტკინის დასახლება წერონისის ქ. # 208)
საქმიანობის ციკლები
სტუდენტ -მოსწავლეთა მოზიდვა ხდება საქართველოს ტერიტორიაზე გამოქვეყნებული განცხადებების და რეკლამების შედეგად, მათი ჩარიცხვა ხდება შერჩევითი მეთოდით. სწავლის საფასურის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად წლიური გადასახდელი თანხის ამოწურვამდე. შ.პ.ს. ”ორიენტირში” სწავლება ტარდება განათლების შესახებ კანონების და სასწავლო გეგმების შესაბამისად.
საზოგადოების ძირითადი გადამხდელებია სტუდენტ-მoსწავლეთა კონტიგენტი. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტი. რომელიც აფინანსებს ვაუჩერული სისტემით მხოლოდ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს.
საზოგადოების ძირითადი გადამხდელებია სტუდენტ-მoსწავლეთა კონტიგენტი. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტი. რომელიც აფინანსებს ვაუჩერული სისტემით მხოლოდ საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს.
აღმასრულებელი პოზიციები | გვარები/სახელები | ||
1. შ.პ.ს. - ს დირექტორი | მაჭარაშვილი ანზორი | ||
2. სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი | მაჭარაშვილი სოფიო | ||
3.ადმინისტრაციის ხელმძღვანელი | მაჭარაშვილი რამაზი |
ადამიანური რესურსები
თანამშრომლებთან დადებულია გრძელვადიანი და მოკლევადიანი ხელშეკრულებები, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან სახელფასო ანაზღაურება წარმოებს თანამდებობრივი განაკვეთის მიხედვით, ხოლო აკადემიურ პერსონალთა კი სანარდო განაკვეთით.
კომპანიის სტრატეგია
დაწესებულების სტრატეგია მიმართულია მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიახლოვებისაკენ რაც მოგვცემს: სტუდენტთა მობილობის შესაძლებლობას საზღვარგარეთ არსებულ სასწავლებლებში, ევროპული კრედიტ-საათების, მეთოდებისა და რეკომენდაციების დანერგვას.